
გუშინ ოპოზიცია იმდენად უსუსური იყო, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, შეურაცხყოფაც კი ჩაუვარდათ, - ამის შესახებ „ქართლი ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.
„ახლა ალბათ დეპრესიულ სიტუაციაში არიან, რეაბილიტაციას ეცდებიან, თუმცა ხვალ ნახავენ, რომ შეიძლება ორი იმდენი მიიღონ, რაც გუშინ. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის რა უნარები აქვს, მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს, რა აქვს ნაკეთები და გაფუჭებული. სწორედ ეს განაპირობებს იმ უსუსურ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტში ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული მოხსენებით წარსდგა.