რეზონანსი
28.05.2020

„საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს.  აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული  „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ  50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები   სრულდება.

ექსპლუატაციის პროცესში  მანქანები განიცდიან ცვეთას და საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას. მიმდინარე წელს, ორ სალიანდაგო მანქანას უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და კომპიუტერული სისტემის მოდერნიზაცია.   წლის ბოლოს,  დაგეგმილია მესამე მანქანის მთლიანი კაპიტალური შეკეთება. 

სალიანდაგო მანქანების ტექნიკური გამართულობა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს  მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×