
ბოლო ხანს თემურ წიკლაური თბილისურ რუტინას გაექცა და მისაქციელში, ულამაზეს ხის კოტეჯში არჩია ცხოვრება. ეს სახლიც მეგობრებმა აუშენეს. არაგვისხეობიდან 500 მეტრში ქუჩას, რომელიც თემურ წიკლაურის სახლთან მიგიყვანთ, არწივის ქუჩა ჰქვია.
"წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად ინსულტი დამემართა მარცხენა ხელი და ფეხი ვერ მქონდა კარგ მდგომარეობაში. მარჯვენა ტვინში ჩამექცა ალბათ სისხლი და მარცხენა გაითიშა. ვიბრძოლე და ექიმ სანდრო ცისკარიძის დახმარებით გადავიტანე. ათი დღე ვიწექი საავადმყოფოში და როდესაც გამომწერეს, ვიბრძოლე, ვიბრძლე და გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა არც ყბა მაქვს მოღრეცილი, არც თვალი და არც ტვინი. საუკეთესოდ ვარ, ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.
ახლა მისაქციელში ვცხოვრობ, თუმცა თბილისში სახლი მაქვს და ძველებურად მივდივარ იქ. რამდენიმე ხნის წინ ჩემი მეგობრების ნოდარ ბერიძისა და ვასილ ბოლაშვილის დახმარებით, შემიძინეს მიწის ნაკვეთი და ჩამიდგეს ხის სახლი. ჩემთვის ვარ, ვმღერი, ყელს ხომ ვარჯიში უნდა.
მისაქციელში რომ შემოხვალ, ხელმარჯვნივ დაგხვდებათ ტრაფარეტი, რომელსაც აწერია არწივის ქუჩა, მე დავარქვი (იცინის). თავიდან ივერიის ქუჩა მინდოდა დამერქმია და მითხრეს, გვაქვს ივერისუბანიო და გადავწყვიტე არწივის ქუჩა დამერქმია. წავედი, ტრაფარეტი დავამზდებინე, დავაწერინე ზედ, მოვიტანე და აქ ჩავარჭე.
ყველაფერი რიგზეა, მე გავიმარჯვე ინსულტზე და ამ კორონავირუსსაც დაანებეთ თავი, არაფერი არ არის. კორონავირუსმა უნდა შეაშინოს ქრისტიანი კაცი? - აღდგომა დღეს ერთი კოვზით ლამის მთელი საქართველო ეზიარა და არავის არაფერი არ მოსვლია. ამიტომ ყველას, ვისაც კორონავირუსი აქვს წავიდეს ეკლესიაში და ილოცოს, იდგეს მუხლისჩოქა, შესთხოვოს უფალს და ეშველება", - განუცხადა "ამბებს" მომღერალმა.
ამბები.ჯი