
მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პოლიტიკოსები „ჭკვიანად უნდა იყვნენ".
„მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცეებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა იყვნენ! რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე გამოვა, რომ ვიღაცები, პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება. ხალხი სხვანაირად შეხედავს. რომ ვთქვა რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.