რეზონანსი
28.05.2020

უკრაინელმა სამართალდამცველებმა 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის განახლებული გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ჩაატარეს.

დაკავებულია გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტი" ანდრეი ნეძელსკი, რომლის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას კიევის პოლიციამ ამოიღო: ე.წ. „ობშიაკის" თანხა 400 000 დოლარის ოდენობით, ძვირადღირებული ავტომობილები, შავი ბუღალტერია, ძვირფასეულობა, წმინდანების ხატები, უნიკალური ხელოვნების ნიმუშები.

სპეცოპერაცია ანდრეი ნეძევსკის ბიზნესპარტნიორის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ბიზმესმენი 2009 წელს მოკლეს, მაშინ მკვლელობის ბრალდებით ნეძევსკი დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო მალევე გაათავისუფლეს. გამოძიების განახლებას კი საფუძვლად დაედო ახალი მტკიცებულება, რომელიც „კანონიერი ქურდის" დანაშაულზე მიუთითებს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×