
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები 29 მაისიდან, ზოგი 1 ივნისიდან და რამდენიმეც 8 ივნისიდან იხსნება.
შეზუდვების სია, რომლებიც ჯერ არ იხსნება
1.საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა;
2. საგანმანათლებლო დაწესებულებები;
3. სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება;
4. ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია;
5. სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღინისძიებების ჩატარება;
6. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
7. დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, და სოციალური დისტანციის დაცვა;
8. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
როგორც ჩანს, ბოლო პუნქტი - 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა დიდხანს გასტანს - გუშინ თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება მოწმეებს, მშობლებს და ფოტოგრაფს აქვს მხოლოდ, ხოლო ამირან გამყრელიძის თქმით, წელს მხოლოდ 10 კაციანი ქორწილები უნდა დავგეგმოთ.