რეზონანსი
27.05.2020

არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა და ეს 2 000-ზე მეტ მძღოლს ნიშნავს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა ხარვეზების გარეშე არ გამოვიდა და ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების ინფექციის შემდგომი განვითარების, ბოლო ზუგდიდში იყო. მაგრამ ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×