რეზონანსი
27.05.2020

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია, თუმცა ვირუსი ჯერ ჩვენთან რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდა სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი ძალზე მცირეა და რისკები არის შემცირებული. თუმცა, ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის რჩება ჩვენთან და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×