რეზონანსი
27.05.2020

მომღერალმა ბექა ჩხაიძემ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებული მდგომარეობა და მისი პატიმრობის პერიოდი გაიხსენა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მომღერალმა მოჰყვა, თუ როგორ გაუსწორდნენ მის მეგობარს, რომელიც დღემდე საზღვარგარეთ მკურნალობს და ეტლით გადაადგილდება.

„გიორგი ნანეიშვილს, ჩემს მეგობარს საკანში ეძინა. მძინარე კაცი სცემეს, დაფლითეს ისე ურტყეს, ამის შემდეგ ტრავმა აიკიდა.

10 დღის შემდეგ კიდევ შევარდნენ, სთხოვა ხერხემალზე არ შემეხოთ, ძალიან მტკივაო და ზუსტად ხერხემალში ურტყეს.

ახლაც საფრანგეთში მკურნალობს, წელს ქვემოთ მოწყვეტილია, ეტლით დადის დღემდე. კახი კალაძემ დაუფინანსა მკურნალობა.

კიდევ ერთი ოჩამჩირელი ბიჭი იყო, ნარმანია გვარად. ისეთი ნაცემი იყო ნეკნის ძვალი გარეთ ჰქონდა გამოვარდნილი.

ვლოცულობდი – ღმერთო მეც გავითიშო, რომ ეს ხმები აღარ გავიგო-თქო. კაცის ღმუილზე საშინელი მოსასმენი არაფერია“, – განაცხადა ბექა ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×