რეზონანსი
26.05.2020

„ნაციონალური მოძრაობის" სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „არენა" განაცხადა.

„ეს ძალა ოდნავ მაინც პასუხისმგებლიანი ყოფილიყო, ამ სხვადასხვა განაჩენის კასკადს, რომელიც ბოლო წლებში, ჩვენი მმართველობის დროს გამოდის და ყველა ეხება მათი მმართველობისდროინდელ ფაქტებს, ალბათ, ისინი, მინიმუმ, პოლიტიკურ ტონს ცოტა დაუწევდნენ, ან საერთოდ წავიდოდნენ პოლიტიკიდან. გადაწყვეტილებები, რომელიც ევროპულ სასამართლოს ბოლო წლებში გამოაქვს, მოწმობს, რომ მათთვის საკუთარი ძალაუფლებაში ყოფნის გარდა, არ არსებობდა სხვა რაიმე ტიპის ღირებულება. ესაა ის, რაც ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა იცოდა და რის დასამარცხებლადაც ივბრძოდა, მიუხედავად ტერორისა, შიშისა... მათ 2011 წლის 26 მაისს ღიად აჩვენეს თავიანთი სახე, თუ როგორ დაჩაგრავენ საკუთარ ხალხს იმისთვის, რომ თავად გამაგრდნენ ხელისუფლებაში" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×