რეზონანსი
26.05.2020

როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი მის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვდა, პირობა ჰქონდათ, რომ შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბასილაშვილის ოჯახს თავის დროზე ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნა ჰქონდა და განქორწინების საქმეებს არა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ დედამისი კურირებდა.

„ძალიან საინტერესო დეტალია და ამით ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ. როდესაც ისინი ავიდნენ ნეკა დოროყაშვილის სახლში, მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, რომ 7 წლის განმავლობაში ნეკას არ უნდა ექორწინა", - განაცხადა ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნას არავინ დაეთანხმა და ცოტა ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, რომელსაც გენერალური მინდობილობა ჰქონდა, დაიწყო დავა ბავშვზე და განქორწინებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×