რეზონანსი
26.05.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეზ გამეზ და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი კარლოს ვასკეს არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ!“-ნათქვამია მარია გამეზ გამეზ-ის მილოცვაში.

„ბატონო მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ!“- აცხადებს კარლოს ვასკეს არა მილოცვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×