რეზონანსი
26.05.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ შიმჩიკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პატივცემულო მინისტრო, 26 მაისი გახლავთ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის გულთან ახლოს მდგომი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ეძღვნება ეროვნულ იდენტობას და მოიცავს ქვეყნის ხანგრძლივ და მდიდარ ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას - პოლონეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომელმაც 1919 წელს ასევე აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, ჩვენ, როგორც პოლიციის ოფიცრებს, გვესმის, რომ ცხოვრება არ გახლავთ თავისუფალი საფრთხეებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რთული სამუშაოს თითოეულ დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის მშენებლობაში ყოველდღიური წვლილი შეაქვს. საქართველოს ამ მშვენიერ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“- ნათქვამია იაროსლავ შიმჩიკის მილოცვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×