რეზონანსი
26.05.2020

მე არ მაინტერესებს ადგილების გაყოფა, ინტრიგები, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

„ქართველ ხალხს აინტერესებს, რომ ცხოვრობდეს დაცულ ქვეყანაში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება პერსპექტივა. ყველაფერი დანარჩენი არის მეათეხარისხოვანი.

პოლიტიკოსების წვრილმანი რაღაცები და საერთოდ პოლიტიკა მსოფლიოში ხალხს არ აინტერესებს და ეს არის ნორმალური. ჩვენ პოლიტიკოსები კი არა, სახელმწიფო მოღვაწეები გვჭირდება.

ზემოდან მოლაპარაკე თავები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ნორმალურად მოლაპარაკე ადამიანები, რომლებსაც ტვინი გახსნილი აქვთ და არიან საზოგადოების ნაწილი.

მე ისტორიიდან ვერავინ ვერ ამომშლის. ის რომ მე ქვეყანაში არ მიშვებენ, ეს ძალიან მწარე განცდაა. სადაც შემიძლია ჩემს ქვეყანას გამოვადგები ყველაფერში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×