რეზონანსი
26.05.2020

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე განცხადებას ავრცელებს. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ინტერესებს იცავს, საზოგადოების ერთი ნაწილი მხრიდან ადვოკატი აგრესიის ადრესატი გახდა. უფლებადამცველი წერს, რომ ლანძღვა- გინებას ყურადღებას არ აქცევს.

„ძვირფასო მეგობრებო, არასდროს მიფიქრია, რომ ჩაგრული ხალხის დაცვა ადვილი იქნებოდა, არც კომფორტის მოლოდინით ამირჩევია ეს საქმე. გვჯერა რასაც ვემსახურებით და რაც ჩვენ ძალაუფლებაშია არაფერს დავზოგავთ. ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს. ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც თავად ჩაგრული ადამიანები განიცდიან. ვეხიდებით კიდეც ერთმანეთს ამ ლანძღვის გადანაწილებით და ვფიქრობ ესეც სოლიდარობის აქტია ამ ამორალურ კამპანიაში რაც ქალის მიმართაა ახლა. მოკლედ, არ იდარდოთ. იმედია რამე სერიოზული არაფერი მოხდება დამცველების მიმართ, რომელთა საქმიანობა ხელშეუხებელია. ჩვენ ვართ ისე მხნედ როგორც არასდროს. მადლობა ყველას ვისაც გჯერათ ჩვენი და ამ უთანასწორო ბრძოლაში არ კარგავთ იმედს. მადლობა ჩემ გუნდს, ნამდვილ მებრძოლ და ღირებულებების ერთგულ ხალხს!"-წერს სოციალურ ქსელში ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×