თამთა ჩაჩანიძე
26.05.2020

ტრადიციული წესით ჩატარებული მხოლოდ ერთი ხამლხმრავალი რიტუალური ღონისძიებაც კი შესაძლოა ლოკალურ დონეზე კორონავირუსის ეპიდემიის ახალი აფეთქების მიზეზი გახდეს. ამის მაგალითია ჩრდილო კავკასიაში, ადიღეაში დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც დაკრძალვის ცერემონიალზე ერთბაშად 155 ადმიანი დაინფიცირდა.

დაკრძალვა ადიღეაში, კრასნოგვარდეისკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 1-ლ მაისს გაიმართა და მას დაახლოებით 500 ადამიანი დაესწრო. 19 მაისს კი გაირკვა, რომ ამ სამგლოვიარო ღონისძიებაზე მყოფთა თითქმის მესამედი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 21 მაისს კი ერთი მათგანი გარდაიცვალა - 27 წლის მამაკაცი, რომელიც 12 მაისიდან მოყოლებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული.

დაკრძალვა აულ ბჟედუგჰაბლში გაიმართა. მასობრივი ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა კრასნოგვარდეისკის რაიონის ხელმძღვანელი ალბერტ ოსმანოვი, 26 მაისს კი ამ სოფლის საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

როგორც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, სოფელის ხელმძღვანელმა ადიღეის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ბრძანებულებები დაარღვია, რომელიც კორონავირუსის საფრთხის გამო ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×