რეზონანსი
26.05.2020

20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მაკო გომური ამბობს, რომ ერთი წლის წინ განვითარებული საპროტესტო პროცესებს ლოგიკური დასასრული არ ჰქონია.

„ბევრი რამ არ შესრულდა, რასაც გვპირდებოდნენ", - ამბობს ის ტელეკომპანია „პირველთან" საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გადააფასა ერთი წლის წინანდელი მოვლენები, მაკო გომური პასუხობს:

„ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ ყოველთვის ამაზე ვფიქრობ - ღირდა თუ არა ეს ყველაფერი იმად, რაც მე მჭირს ახლა.

მაგრამ მე იმედი მაქვს. პირველ რიგში ახალგაზრდების, რადგან ვხედავ ჯანსაღ აზრს და ამიტომ არასდროს დავიხევ უკან ჩემს თავთან და არ ვიტყვი - რატომ", - ამბობს მაკო გომური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×