
იმერეთში ტრაგედია მოხდა. ქალს, როველსაც 25 წლის წინ საკუთარი შვილი შემოაკვდა, გუშინწინ მეორე შვილი შვილიშვილმა მოუკლა.
„რა უცნაური ხვედრი ერგო ამ ქალს… ჯერ თავად მოკლა შვილი, ახლა შვილიშვილმა მოკლა მისი მეორე შვილი“, – ამბობენ ადგილობრივები იმერეთის რეგიონში მომხდარ მკვლელობაზე.
როგორც ცნობილია, 60 წლის მამაკაცი გუშინწინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკუთარმა შვილმა მოკლა.
„ბიჭის ძმას ჰქონია დაბადების დღე და დამთვრალა. სიმთვრალეში კი ცუდი წესი ჰქონდა – ცოლს ეჩხუბებოდა ხოლმე. ამიტომ ძმამ და ოჯახის წევრებმა ურჩიეს, ცოლის სახლში არ წასულიყო. ძმამ რომ ვერ გააშველა დაურეკეს მამას და დედას გასაშველებლად. სწორედ, ამ გაშველების დროს მოხდა ეს ტრაგედია”, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა.
შვილის მიერ გუშინ მოკლული მამაკაცის მეუღლეს, დაახლოებით 25 წლის წინ საკუთარი ქალიშვილი შემოაკვდა.
წყარო: პრაიმტაიმი