რეზონანსი
25.05.2020

არასამთავრობო ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“შეცდომა აღიარეს!!!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიალურ გვერდზე ეს კოლექტიური ფოტო, სადაც ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე პირბადის და დისტანცირების გარეშე სხვა 15–მდე ადამიანთან ერთად იყვნენ, წაშალეს!

როდესაც მათი რეკომენდაციით უამრავი შეზღუდვაა დაწესებული, ტრანსპორტი არ მუშაობს და ელემენტარულად 2 თვე ავტომობილის წინა სავარძელში, მეუღლის დაჯდომა არ შეიძლებოდა, საზოგადოებას ავალდებულებდნენ დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას, ვალდებულნი არიან ჯერ წესები თვითონ დაიცვან, მითუმეტეს საჯარო ფოტოზე!

ერთი მეტროს ვაგონის რაოდენობა კი შეკრებილან, თან დისტანცირების და პირბადის გარეშე და ხალხისთვის კი თურმე ტრანსპორტი და მეტრო არ შეიძლება..

P.S. ფოტო გადაღებულია 22 მაისს, ანუ საგანგებო მდგომარების დროს!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×