რეზონანსი
25.05.2020

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფიფინანსებიდან, თვეში თითო ადამიანზე მოდის 12 ცენტი. „არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი ამ ფულით. არცერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე და არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი. ფინანსთა სამინისტროს მიმართონ და ნებისმიერ მოქალაქე მიაწოდებენ ინფორმაციას საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ. ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ", -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარი საპატრიარქოს ანგარიშზე არ ირიცხება. „ ეს თანხა, არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში. სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი, სრულად 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სკოლები, როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე მორალურ-ზნეობრივი დონით. ჩვენ სკოლებში არასდროს არ ხდება ბულინგი. სკოლებში არ მომხდარა არცერთი კრიმინალური ინციდენტი. და აკადემიური დონე არის მაღალი", -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×