რეზონანსი
25.05.2020

მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში გუშინ გვიან ღამით საკუთარი მამა მოკლა 30 წლამდე ახალგაზრდაა.

მამა-შვილი ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე - თბილისის ქუჩაზე ცხოვროდნენ, თუმცა როგორც „პრაიმტაიმს" უთხრეს სხვადასხვა სახლში.

„არ ვიცით, რა მოხდა ჩვენ გაოგნებულები ვართ. ეს ბიჭი ხანდახან მოდიოდა მამის სახლში და რჩებოდა. ალბათ, წუხელაც ასე მოხდა. არაფერ შუაში იქნება მაგრამ როგორც ვიცით, ბიჭი მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო", - ამბობენ მეზობლები.

ცნობისთვის, 24 მაისს შვილმა მამას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×