რეზონანსი
25.05.2020

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

„სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას, ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება.

ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არაა. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×