
“სააკაშვილი არის ძებნილი და უკრაინის მხარემ 2-ჯერ გვითხრა უარი. ერთხელ გვითრეს არ ვიცით სად არისო, ღიმილის მომგვრელია ალბათ ეს პასუხი – ექსტრადიციის მოთხოვნაზე უკრაინამ პროკურატურას განუცხადა არ ვიცით სად არისო“, – ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” წაყვანის კითხვას, თუ რატომ ვერ ჩასვა ხელისუფლებამ ინტერპოლის სიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, არის ასეთი სამართლებრივი წერილის ტერმინი და მეორე, ეს ჩვენი მოქალაქეა და ვერ გადმოგცემთო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერი ვუპასუხეთ, იმიტომ, რომ ჩვენც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ვაძლევთ სხვა ქვეყნებს.
ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვერ მოხერხდა მისი დაკავება და ის პრინციპში უმეტესი დრო იმყოფებოდა უკრაინაში.
მიზეზი თქვენ ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა? კაცია და გუნება” – განაცხადა თეა წულუკიანმა.