რეზონანსი
24.05.2020

„კავკასიური სახლი" გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტს წერილით მიმართავს. გზავნილის ავტორები ყურადღებას გათავისუფლებულების პოლიტიკურ წარსულზე, მათ შეცდომებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე აკეთებენ. წერილს ავტორებს უკვირს ისიც, რატომ უწყობს ხელს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი „კორუმპირებულ მილიტარისტს" და „დანაშაულში მხილებულ მაღალჩინოსნებს. და დანაშაულში მხილებულ მაღალჩინოსნებს.

„პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის", - ამბობენ წერილის ავტორები.

წერილი რამდენიმე საათის წინ გადაიგზავნა. ახლა „კავკასიური სახლი" ვიოლა ფონ კრამონ ტაუ ბადენის გამოხმაურებას ელოდება.

პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×