რეზონანსი
24.05.2020

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეყ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეში არსებულ ჩვენებაში არსად წერია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა თავის შვილთან ერთად საკუთარ ოჯახში, სადაც მივიდა ყოფილი მეუღლე და, როგორც თვითონ აცხადებს, მოაწყო ის, რაც მოაწყო. ფაქტია, ბავშვს მოჰკიდა ხელი და გააცილა მამას.

არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

გამოძიება ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×