რეზონანსი
24.05.2020

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„100 000-მდე ამერიკელი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი სამსახური დაკარგა. ამ დროს პრეზიდენტი გოლფს თამაშობს", - წერს ბაიდენი Twitter-ზე.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა გოლფი ვირჯინიის ქალაქ სტერლინგში ითამაშა. ტელეარხის ცნობით, გოლფის თამაშისას ტრამპსა და მის პარტნიორებს პირბადეები არ ეკეთათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×