რეზონანსი
23.05.2020

ზუგ­დი­დის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის ფე­ის­ბუქ-პოს­ტი ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. ხა­თუ­ნა ქვარ­ცხა­ვამ სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცვე­ლი ტექ­სტი მი­უ­ძღვნა სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წილს და და­წე­რა, რომ ზო­გი­ერ­თის ხსე­ნე­ბაც კი არ უნდა და უხა­რია, რომ მათ ვე­ღარ ნა­ხავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მას­წავ­ლე­ბელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დე­ბა. ქვარ­ცხა­ვას სა­კითხს სკო­ლის დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

"ჩემ­თვის 26-ე გა­მოშ­ვე­ბა. უც­ნა­უ­რი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და არა მხო­ლოდ. არ ირე­კე­ბა ბოლო ზარი, არ ვწერ კე­თილ სურ­ვი­ლებს მო­ხა­ტულ პე­რან­გებ­ზე, რაც ყო­ველ­თვის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო და ცრემ­ლებს მგვრი­და. დღეს ეს გან­ცდა არ მაქვს.

პი­რი­ქით, ვფიქ­რობ და მი­ხა­რია, რომ მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს მათ გა­რე­შე შევ­ხვდე­ბი (რა თქმა უნდა, უმ­რავ­ლე­სო­ბას არ ეხე­ბა). ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რის ხსე­ნე­ბაც მზა­რავს. თუმ­ცა მყავს ფა­ვო­რი­ტე­ბიც - ჩემ ან­დრი­ას, და­თუ­ნას, გი­გას, სან­დროს, ბა­დუ­კას, ვა­ნოს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს, წინსვლას ცხოვ­რე­ბა­ში. თუ 18 წლის არ ვარ­გი­ხარ, ვერც 78-ის ივარ­გებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, კა­ცუ­რი კა­ცე­ბი" - ამ ტექ­სტით "მი­უ­ლო­ცა" მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა პე­და­გოგ­მა.

რო­გორც "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ქვარ­ცხა­ვამ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი 2 წლის წი­ნან­დე­ლი წყე­ნის გამო და­წე­რა და არ ეგო­ნა, რომ ასე­თი რე­აქ­ცია მოყ­ვე­ბო­და.

"პა­ტა­რა წყე­ნა გა­მახ­სენ­და, ორი წლის წი­ნან­დე­ლი, ცუ­დად მო­მა­გონ­და და ამი­ტომ დავ­წე­რე... იმ წუ­თას რაც მო­მა­ფიქ­რდა ის დავ­წე­რე, ვნა­ნობ, რა თქმა უნდა, ასე გა­მო­ვი­და, რომ არ არის სწო­რი. ამა­ზე რომ მე­ფიქ­რა და გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, არ დავ­წერ­დი... იძი­ებს ამას ახლა შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია" - ამ­ბობს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" მა­ლე­ვე წა­შა­ლა.

"ჩემ­თვის, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­თვის, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ ეს არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა და მას­წავ­ლე­ბელს არ ეკად­რე­ბა მსგავ­სი ქმე­დე­ბა. დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­ტეტს გა­და­ვე­ცი სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად, რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს შე­იკ­რი­ბე­ბა და და­ი­წყებს მსჯე­ლო­ბას", - აცხა­დებს "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ზუგ­დი­დის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნინო გო­გი­ნა­ვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×