ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ იძულებულები, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, ასევე სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიების, საზღვრებზე კონტროლის შეზღუდვები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აღნიშნული შეზღუდვა ხვალიდან, 23 მაისიდან მოიხსნება.