რეზონანსი
21.05.2020

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხმაური იყო. ადგილობრივები ასწლოვანი ევკალიპტების გაჩეხას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია, რომელიც ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს, ევკალიპტებს ჩეხავს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ ეს ერთადერთი მწვანე ზონაა მიმდებარე ტერიტორიაზე და დაუშვებელია ხეების მოჭრა.

კომპანია, რომელსაც ტერიტორია მერიისგან აქვს შეძენილი კატეგორიულად უარყოფს ევკალიპტების გაჩეხვას, მათი თქმით მიმდინარეობს ხეების ჩამობელვა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ინასარიძის ქუჩაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც მივიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×