
„ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტს ექიმის ეკიპირების თანხის გადახდაც მოსთხოვეს.
ჭიაბერაშვილმა ეს ინფორმაცია პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.მისივე თქმით, მოქალაქეს თანხის ანაზღაურებაზე სადაზღვეო კომპანიამ უარი განუცხადა.
„წავიკითხავ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც პირადად მომწერეს.
ადამიანმა დღეს დილით დარეკა სტომატოლოგიურ კლინიკაში და ჩაწერისას გააფრთხილეს, რომ გარდა მომსახურების ფასისა დამატებით უნდა გადაიხადოს 20 ლარი ექიმის ეკიპირების თანხა.
მან დარეკა მეორე კლინიკაში, სადაც იგივე უთხრეს.
ამ ადამიანს კერძო დაზღვევა აქვს, სადაც სადაზღვეომ განუცხადა, რომ ამ თანხას ისინი არ ანაზღაურებენ. აქედან გამომდინარეობს კითხვა:
თუ თქვენ მოზიდულ თანხებს ამატებთ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, მაშინ სად იხარჯება ის ტანხები, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას? ან რაში იხარჯება ის თანხა, თუ ადამიანებმა კლინიკებში ხარჯი თავისი ჯიბიდან უნდა დაფარონ",- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
წყარო: პრაიმტაიმი