რეზონანსი
21.05.2020

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარტნიორ ქვეყნებს აცნობა, რომ ტოვებს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს 30-ზე მეტ ქვეყანას, შეასრულოს არაშეიარაღებული სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე - ფრენები, რომლებიც თავიდანვე შექმნილია ნდობის წასახალისებლად და აშშ-ისა და რუსეთს შორის კონფლიქტის აღსაკვეთად. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სურთ „ღია ცის" შეთანხმებიდან გავიდნენ იმიტომ, რომ რუსეთი არღვევს პაკეტს და ფრენების დროს შეგროვებული გამოსახულებების მიღება შესაძლებელი იქნება, ნაკლები დანახარჯებით აშშ-დან ან კომერციული თანამგზავრებიდან.

„თუმცა, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებიდან გასვლა გააუარესებს მოსკოვთან ურთიერთობებს და გამოიწვევს კონგრესის ზოგიერთი წევრის და ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას, რომლებიც სარგებელს ნახულობენ იმ გამოსახულებებიდან, რომლებიც გროვდება ღია ცის ფრენების დროს, ამერიკის მიერ" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×