რეზონანსი
21.05.2020

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან მხოლოდ ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ინფექციონისტ ეკა ჭოლაძის ინფორმაციით, კლინიკას დღეს ჰყავს ახალი შემთხვევა, 79 წლის ქალი, რომელიც თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 50 პაციენტი, აქედან 42 დადასტურებული შემთხვევა. 18 წლამდე მოზარდი არის 12. ერთი განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს ახალი დადასტურებული შემთხვევა, 79 წლის ქალბატონი თეთრიწყაროს რაიონიდან, მისი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის. პაციენტი არის ასაკოვანი, ჩივილებს ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა ასაკით გათვალისწინებული არის რიგი ცვლილებები. გაკეთებულია კვლევა, ველოდებით პასუხებს. გამოჯანმრთელებული პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. კვლევაში ამ ეტაპზე ვრთავთ ერთ პაციენტს, დანარჩენი შემოსულები ჩაერთვებიან დილით", - განაცხადა ეკა ჭოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×