რეზონანსი
21.05.2020

თვითიზოლაციამ და დისტანცირებამ სხვა ვირუსიც შეამცირა. ამ დროს 5-6- ახალი ვირუსი ცირკურირებდა და ბავშვთა სტაციონარებს თუ გადავხედავთ, ავადობა ადრე ბევრად მეტი იყო, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულში ბავშვები ქალაქგარეთ უნდა გავიყვანოთ, ჩაკეტვა და იზოლირება სიკეთეს ვერ მოგვიტანს, რადგან ბავშვებს სუფთა ჰაერი და გაკაჟება სჭირდებათ.

მისვე თქმით, შესაძლებელია კორონავირუსი ზაფხულში შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შემთხვევები არ გვექნება.

„როგორც წესი, ვირუსული ინფექციები, ავადობა ზაფხულში შესაძლებელია შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შემთხვევები არ გვექნება, შემთხვევები ნამდვილად იქნება, პანდემია ჩაქრება, მაგრამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს. უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ექნება, მაგრამ ისეთი ვირუსი, რომელიც ხანგრძლივად ცირკულირებს, გარკვეული პერიოდის მერე ისეთი აქტიურობის ვეღარ იქნება", - აღნიშნა პედიატრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×