რეზონანსი
21.05.2020

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს, რითაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე.

ვადის საკითხს დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ განიხილავენ. კანონმდებლებმა ინიციატივას მხარი სწორედ ამ პირობით დაუჭირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×