რეზონანსი
21.05.2020

ჩოხატაურში, გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში მამაკაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. 26 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. მკვლელობის დეტალები უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცს ყველა დადებითად ახასიათებს", - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×