რეზონანსი
21.05.2020

სამხრეთ აფრიკაში 2 დღის ჩვილი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვირუსი ჯერ ბავშვის დედას დაუდგინდა. ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. დაბადებისთანავე ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული.

სამხრეთ აფრიკაში COVID-19 18 003 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 339 პაციენტი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×