რეზონანსი
21.05.2020

იტალიის ყველა აეროპორტი ტურისტებს 3 ივნისიდან მიიღებს. ამის შესახებ განცხადება იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, პაოლა დე მიშელემ გააკეთა.

„3 ივნისიდან შესაძლებელი იქნება ყველა აეროპორტის გახსნა, მაშინ როდესაც უკვე დაშვებული იქნება რეგიონული და საერთაშორისო გადაზიდვები, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები მოიხსნება", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, იტალიის ხელისუფლება 3 ივნისიდან ტურისტები მიღებას შეძლებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ თარიღიდან გაუქმდება მგზავრებისთვის სავალდებულო 14 დღიანი კარანტინიც.

ამასთან, როგორც ცნობილია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლაზე შეზღუდვა 15 ივნისამდე მოქმედებს. ჯერ უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ეს შეზღუდვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×