რეზონანსი
21.05.2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანების თაობაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

„ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×