რეზონანსი
21.05.2020

ბოლო თვის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 9 479 მედმუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ Associated Press-ი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, 70-ზე მეტი მედმუშაკი გარდაიცვალა. Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, რადგან „ხსენების წიგნში", რომელშიც გარდაცვლილი კოლეგების სახელების დამატება თავად ექიმებს შეუძლიათ, ამ ეტაპზე 254 სახელია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსი 317 553 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი 3 ათასს აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×