რეზონანსი
21.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში იმ წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც საქართველომ COVID-19-თან ბრძოლაში მიაღწია.

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

„დადგება მომენტი როდესაც მეცნიერები დადებენ დასკვნას, რამ გადაარჩინა საქართველო. თქვენ იცით რომ ყველაზე ნაკლები ინფიცირებული გვყავს, ყველაზე ნაკლები ლეტალური შემთხვევა და იმედი მაქვს, ეს ბოლომდე ასე იქნება. ასევე გვყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული.

ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს წარმატებას კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ და ეს ძალიან მახარებს. რისკი, საშიშროება, განმეორება შესაძლებელია იყოს, მაგრამ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ შევძელით, რომ ეს ვირუსი ამ ეტაპამდე დაგვეძლია.

აქედან გამომდინარე, იმედს ვიქონიებ, რომ ვირუსი იმ მოცულობით და იმ მასშტაბით, როგორც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×