რეზონანსი
21.05.2020

პირბადის ტარების რეკომენდაცია შეიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა:

„ჩვენ ვამბობდით, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდებული პირბადის ტარება და ხაზს ვუსვამდით ხოლმე, რომ უნდა ატაროს ავადმყოფმა ადამიანმა.

როდესაც ჩატარდა სათანადო კვლევები შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში, აღმოჩნდა, რომ თუ ავადმყოფს, რომელსაც შეუმჩნეველი სიმპტომები აქვს და საზოგადოებაში გამოდის ნიღბით, 70%-ზე მეტ გარანტიას იძლევა, რომ ის ვერ გაავრცელებს ამ ინფექციას.

მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ჯანმრთელსაც უკეთია პირბადე, მაშინ დაცვა თითქმის 95%-მდე ადის. კი ბატონო, ვამბობდი, რომ ჯანმრთელებს არ გინდათ ნიღაბი, სხვათა შორის, სამედიცინო ნიღაბზე ახლაც არ ვამბობ, რომ საჭიროა, საყოფაცხოვრებო სრულიად საკმარისია.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური რეკომენდაცია იყო, ჯანმრთელ ადამიანს ნიღაბი არ უნდა ეტარებინა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×