რეზონანსი
21.05.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ანუ ბოლო 24 საათში 10 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×