რეზონანსი
21.05.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. მესხიშვილის ქუჩაზე, "ნისანის" მარკის ავტომობილი 24 წლის გოგოს დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქვეითი გზაზე გადადიოდა რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

დაშავებული სასწრაფოს ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს", კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, ლელა გიგაშვილმა განუცხადა, პაციენტი კონტაქტურია და ამ დროისთვის მას შესაბამის სამედიცინო შემოწმება უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×