რეზონანსი
20.05.2020

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუერთდება თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას", აღნიშნულზე პარტიაში მსჯელობა არ მომხდარა. ამის შესახებ სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

„ამაზე მსჯელობა პარტიაში დღემდე არ შემდგარა. დღევანდელი მოცემულობით ამის თქმა შემიძლია",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში - „360 გრადუსი" განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×