რეზონანსი
20.05.2020

მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში შესაძლოა, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს, მაგრამ ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არაა და გარშემომყოფთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ პაციენტის კვლავ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პაციენტი ორი კვირის წინ, ტესტზე ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაწერეს და პროტოკოლის თანახმად, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გაკეთებული ტესტი აღმოჩნდა დადებითი. თუმცა, მისი განმარტებით, საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი „ქცევა" ახასიათებს. კერძოდ, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და „პისიარ" ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი შესაძლოა დარჩეს მაგალითად საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს.

ექიმი განმარტავს, რომ თბილისის ინფექციური კლინიკისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×