რეზონანსი
20.05.2020

საჩხერის შემდეგ, კორონავირსით განმეორებით დაინფიცირების ფაქტი თბილისშიც დაფიქსირდა. ინფექციურიდან გაწერილ პაციენტს ვირუსი მეორედ დაუდასტურდა. ინფექციონისტის ალესანდრე გოგინავას განცხადებით პაციენტს ორი კვირის წინ ანალიზები ორჯერ ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითი იყო. კლინიკიდან გაწერის შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაკეთდა ტესტი და ის დადებითი აღმოჩნდა.

ინფექციონისტის განმარტებით, საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი რამ ახასიათებს. კერძოდ, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და „პისიარ" ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი შესაძლოა დარჩეს მაგალითად საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი საჩხერეშიც დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×