რეზონანსი
20.05.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 106 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში 106 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია პანდემიის არსებობის განმავლობაში. ამ შემთხვევების თითქმის 2/3 ოთხ ქვეყანაზე მოდის", - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის შემოსავლების დონე საშუალო ან დაბალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×