რეზონანსი
20.05.2020

კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია, ე.წ გრედუეიშენი და ბანკეტი ეს ის ღონისძიებებია, რომლებსაც სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მოუთმენლად ელიან, თუმცა წლევანდელი წელი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, სავარაუდოდ, უჩვეულო, შეიძლება ითქვას, მოსაწყენიც აღმოჩნდება.

ჩატარდება თუ არა ზემოხსენებული ღონისძიებები წელს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა. სპეციალისტის თქმით, წელს ღონისძიებები ჩვეულ ფორმატში, კორონავირუსის გამო, ვერ ჩატარდება.

„დღეს ბოლო ზარის დღე იყო მეთორმეტე კლასელებისთვის, ისინი დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა ეს პანდემიის გამო ჩვეულ ვითარებაში ვერ ჩატარდა. წლევანდელი მეთორმეტე კლასელები გამონაკლისი იქნებიან და ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ სწორედ იმ წელს, როდესაც ისინი ამთავრებდნენ სკოლას, იყო პანდემია", - უთხრა PIA.GE-ს ხათუნა ხაზაშვილმა და ყველა მეთორმეტე კლასელს მიულოცა სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ.

წყარო: "Pia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×