რეზონანსი
20.05.2020

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ჭიათურაში ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საკალათბურთო მოედნისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საკალათბურთო მოედნის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ასევე მოსწორებულია ტერიტორია და სპეციალური საფარის დაგება იგეგმება.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურელი ახალგაზრდები საინტერესო აქტივობებით დაკავდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვა.

 მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდებისთვის საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოგვეწყო. იმედი მაქვს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მათთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი იქნება.“ – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობის გარდა, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სოფლებში, დარკვეთსა და პერევისაში ძველი სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ასევე, პერევისაში არსებულ სტადიონზე კალათბურთის ფარების მონტაჟი და საგულშემატკივრო სივრცის განახლება იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×