რეზონანსი
20.05.2020

ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" წერს.

„ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის. როცა მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის, ამგვარი გულისმომკვლელი ფაქტები სოლიდარობის მარცხია", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე".

ცნობისთვის, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×